მასობრივი დაკავებები ბელარუსის დედაქალაქში. მილიციამ არასანქცირებული მიტინგის მონაწილეები დააპატიმრა. ბოლო მონაცემებით, დაკავებულია 100-ზე მეტი აქტივისტი. ქალაქში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული. ქუჩებში ჯავშანტექნიკაა გამოყვანილი.