ღაზას სექტორში რადიკალური პალესტინური დაჯგუფების, ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს. მაზენ ფუკახს თავდამსხმელმა 4-ჯერ ესროლა. ჰამასის ხელმძღვანელობა მკვლელობაზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს. ფუკახმა რამდენიმე წელი ებრაულ ციხეში გაატარა. პატიმრობიდან ის 2011 წელს გაათავისუფლეს.