ცნობილი გერმანული ჯგუფი "მოდერატი" თბილისშია. მუსიკოსებმა პირველი კომენატარი "რუსთავი2"-თან გააკეთეს. ჯგუფის წევრებმა სამომავლო გეგმებზე, დღევანდელ კონცერტზე და რიგით მესამე ალბომზე ისაუბრეს, რომლითაც უკვე მეორე წელია მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალებზე მონაწილეობენ.
ტურნემდე განახლებულ ალბომს ჯგუფი ქართველ მსმენელს წარუდგენს. "მოდერატის" 2 საათიანი აუდიო ვიზუალური შოუ დღეს იპოდრომის პარკში გაიმართება. კონცერტზე ქართველი მუსიკოსებიც დაუკრავენ.