6 წლიანი პატიმრობის შემდეგ ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი სახლში დაბრუნდა. ხოსნი მუბარაქი სააპელაციო სასამართლომ პატიმრობიდან 2 მარტს გაათავისუფლა. ამის შემდეგ ის ქაიროს სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა. მუბარაქს ბრალი მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევასა და ლიკვიდაციაში ედებოდა.