საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგში კვლავ მარინ ლე პენი ლიდერობს. სოციოლოგიური გამოკითხვა ამჯერად კომპანია OpinionWay-მ ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, ლე პენს მხარს რესპოდენტთა 25 პროცენტი უჭერს, ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, ემანუელ მაკრონს კი 24 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. მესამე ადგილზე 19 პროცენტით ფრანსუა ფიიონია.