რაქას გათავისუფლების ოპერაცია უახლოეს ხანებში დაიწყება. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა.
„ეს იქნება ძალიან მძიმე ბრძოლა, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,“-აღნიშნა ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა. 22 მარტს რაკაში დესანტი ამერიკელებმა გადასხეს. ამ დროისათვის ისლამისტთა დედაქალაქად წოდებულ რაქას სიახლოვეს 100-მდე ამერიკელი სპეცრაზმელია ბაზირებული.