რუსეთი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას არ აპირებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატ მარინ ლე პენთან შეხვედრისას განაცხადა. საფრანგეთის ეროვნული ფრონტის ლიდერი მოსკოვში სახელმწიფო დუმის მიწვევით იმყოფება. მან შეხვედრები სათათბიროს სპიკერთან და დეპუტატებთან უკვე გამართა.