ბრიტანეთის პოლიციამ ლონდონის ტერაქტთან ეჭვმიტანილი კიდევ 2 პირი დააკავა. ამის შესახებ BBC იტყობინება. ამავე ინფორმაციით, დაკავებულთა რაოდენობამ სულ 10 ადამიანი შეადგინა. ერთი ეჭვმიტანილი ქალბატონი „სკოტლანდ იარდმა“ თავდებით გაათავისუფლა. მასშტაბური ტერორისტული აქტი ვესტმინსტერის რაიონში 22 მარტს განხორციელდა, რასაც ბოლო მონაცემებით, 4 ადამიანი ემსხვერპლა. ტერორისტი ხალიდ მასუდი სამართალდამცველებმა ადგილზე მოკლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებამ აიღო.