არგენტინის ყოფილი პრეზიდენტი მართლმსაჯულების წინაშე კორუფციის ბრალდებით წარსდგება. კრისტინა ფერნანდეს-კირშნერის წინააღმდეგ საქმე ცენტრალური ბანკის მიერ დოლარის გაყიდვის რეგულაციებში ჩარევის მუხლით აღიძრა. პროკურატურის მტკიცებით, თაღლითური სქემა პრეზიდენტის თანხმობის გარეშე ვერ იმუშავებდა. ექსპრეზიდენტი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.