ხარკოვში ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ, თუმცა აფეთქებების ინტენსივობა შემცირდა. ხანძარი ბალაკლეაში მდებარე იარაღის საწყობს 2 დღის წინ გაუჩნდა და კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. ვრცელდება ინფორმაცია ერთი ადამიანის დაღუპვის შესახებაც. დაშავებულთა რაოდენობა კი 70-ს აღწევს. მომხდარში უკრაინული მხარე რუსეტს ადანასაულებს. ოფიციალური კიევის განცხადებით, მოსკოვმა დივერსიული აქტი მოაწყო.