რუსული მედია სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატის, დენის ვორონენკოვის მკვლელის ვინაობას ასახელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქილერი უკრაინის მოქალაქე, 28 წლის პაველ პარშევია, რომელიც ძებნაში 2011 წლიდან იმყოფებოდა. მანამდე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ განაცხადა, რომ ვორონენკოვის მკვლელი რუსული სპეცსამსახურების აგენტია. ყოფილ დეპუტატზე თავდასხმა კიევის ცენტრში გუშინ განხორციელდა. პოლიციამ მკვლელის დაკავება შეძლო, თუმცა მძიმედ დაჭრილი თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა.