კიევის ცენტრში რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი დენის ვორონენკოვი მოკლეს.
ამ მომენტისთვის ცნობილა, რომ ის უცნობმა პირმა შევჩენკოს ბულვარში სასტუმრო Premier Palace-თან მოკლა.
კიევის პოლიციის განცხადებით თავდამსხმელი დაჭრილია. ის და ყოფილი დეპუტატის დაჭრილი მცველი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ვორონენკოვი უკრაინაში საცხოვრებელად ცოლთან ერთად მას შემდეგ გადავიდა, რაც 2016 წლის არჩევნებში დუმაში ვერ მოხვდა.
მან უკრაინის გენერალურ პროკურატურას ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ მისცა ჩვენება. მან ასევე ყირიმის ანექსიას შეცდომა უწოდა და რუსეთი ნაცისტურ გერმანიას შეადარა.