იულია სამოილოვა იმედს იტოვებს, რომ ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობას შეძლებს. რუსეთის წარმომადგენელს უკრაინამ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა იმის გამო აუკრძალა, რომ ის ანექსირებულ ყირიმში კონცერტებს ატარებდა და სოციალურ ქსელებში ყირიმს რუსეთის შემადგენელ ნაწილად მოიხსენიებდა. ამის გამო უკრაინის უშიშროების სამსახურმა ის პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. პრესტიჟული მუსიკალური კონკურსი კიევში 9-11 მაისს მოეწყობა, ფინალი კი 13 მაისს გაიმართება.