სირიის დედაქალაქში შეტაკებები გრძელდება. ასადის არმიას ამბოხებულთა შტურმის მოგერიება რამდენჯერმე მოუხდა. სროლისა და აფეთქებების ხმა დამასკოს დასავლეთ ნაწილში ამ წუთებშიც ისმის. დაზუსტებული ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.