მოსულის გათავისუფლების ოპერაციას მშვიდობიანი მცხოვრებლები ეწირებიან. სააგენტო როიტერის ინფორმაციით, ან ნუსრის მეჩეთთან შეტაკებისას რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. მოსულის გათავისუფლების ოპერაცია ერაყის არმიამ 19 თებერვალს დაიწყო. სახელისუფლო ძალებმა ქალაქის ისტორიულ ცენტრში სტრატეგიული ობიექტები დაიკავეს.