ლონდონის ტერაქტის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 2 გარდაცვლილი და სულ მცირე 10 დაშავებული - ასეთია ლონდონში მომხდარი ტერაქტის წინასწარი მონაცემები. თავდასხმა რამდენიმე საათის წინ მოხდა და ბრიუსელის ტერაქტის წლისთავს დაემთხვა.
ვესტმისტერის ხიდზე ახალგაზრდა მამაკაცმა მანქანით ჯერ ხალხს გადაუარა, შემდეგ ავტომობილით ვესმისტერის სასახლის ღობეს შეეჯახა, პარლამენტის ეზოში შეიჭრა და პოლიციელი დანით დაჭრა, რის შემდეგაც მას სამართალდამცველებმა ესროლეს.
დაჭრილი პოლიციელი მოგვიანებით კლინიკაში დაიღუპა, თავდამსხმელი კი სავარაუდოდ გადარჩა.