სროლა ბრიტანეთის პარლამენტთან. წარმომადგენელთა პალატის მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდოდ თავდასხმა განხორციელდა. არიან დაშავებულებიც. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
თვითმხილველების ინფორმაციით, შენობასთან 15 დაშავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი პოლიციელი დაჭრილია.
მიმდებარე ტერიტორიაზე ყველა სახის ტრანსპორტის გადააგილება აკრძალულია. პოლიციელებმა ადგილზე მისასვლელი ყველა გზა გადაკეტეს.