ევროპულმა ქვეყნებმა ადამიანის უფლებებს პატივი უნდა სცენ. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. „მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ევროპას: თურქეთი არ არის ის ქვეყანა, რომლის მინისტრებსაც კარს უჯახუნებენ. თუ თქვენ ასე გააგრძელებთ, ვერცერთი ევროპული ქვეყნის მოქალაქე ვეღარ შედგამს ფეხს მსოფლიოს სხვა ნაწილში,“-აღნიშნა ერდოღანმა. გერმანიასა და ჰოლანდიასთან თურქეთს ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბა, რაც თურქ მაღალჩინოსნებს სააგიტაციო მიტინგების ჩატარების უფლება არ მისცეს. სოციალური პოლიტიკის მინისტრს კი ნიდერლანდები იძულებით დაატოვებინეს.