საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატების, მარინ ლე პენისა და ემანუელ მაკრონის რეიტინგები თითქმის გათანაბრდა. ეროვნული ფრონტის ლიდერი ეკონომიკის ყოფილ მინისტრს მხოლოდ 1 პროცენტით უსწრებს. ლე პენს ხმას ამომრჩეველტა 26 პროცენტი აძლევს, მაკრონს კი 24 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში 2 ტურად, 23 აპრილსა და 7 მაისს გაიმართება.