თბილისს ახალი ვიცე-მერი დავით ნინიძე ეყოლება. ამ თანამდებობაზე თბილისის მერი დავით ნინიძეს ოფიციალურად მომავალ კვირას წარადგენს. დავით ნინიძე მანამდე მერის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. მას უკვე აქვს მომავალი სამოქმედო გეგმები, მათ შორის პრიორიტეტი _ ძველი თბილისის აღორძინება და ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია.
"ვგეგმავ რომ რამდენიმე თვეში დაიდოს ძველი თბილისის რეაბილიტაციის სტრატეგია, სადაც გაწერილი იქნება ის ყველაფერი თუ საითკენ უნდა მიდიოდეს ძველი ქალაქის განვითარება. ამ სტრატეგიის შექმნის პარალელურად ჩვენ შევეცდებით მოსახლეობას ვაჩვენოთ ახალ ხედვები ქალაქს განვითარების თვალსაზრისით", _ აცხადებს დავით ნინიძე.