24 მარტს, პოეზიისა და პროზის მოყვარულებს საშუალება ექნებათ კიდევ ერთ ახალ, ძალიან საინტერესო წიგნს გაეცნონ. სალონური ტიპის კლუბი "Corner House“-ი, რომელიც კეკელიძის 6 ნომერში მდებარეობს გიწვევთ დავით გაბისკირიას წიგნის "133/1" პრეზენტაციაზე.
კრებულში, რომელიც წლების განმავლობაში იქმნებოდა შესულია ავტორის მოთხრობები, ასევე ლექსები ქართულ და რუსულ ენებზე. საღამოში მონაწილეობას მიიღებენ რატი ამაღლობელი, გაგა ნახუცრიშვილი, მაია სასწრაფოშვილი - იორელი, გეგა ჩხაიძე, მერაბ ჭიქაშვილი, ირაკლი ჯაფარიძე, რომლებიც დავით გაბისკირიას ლექსებს წაიკითხავენ.
პრეზენტაცია გაფორმებული იქნება იკა ახვლედიანის ფერწერული ნამუშევრებით, ხოლო მუსიკალურ გაფორმებას უზრუნველყოფენ მაია სასწრაფოშვილი-იორელი, პანჩო, რცხილაძე, ანა კლემენს-გამსახურდია, ასევე საღამოში მონაწილეობას მიიღებენ გია ნიკოლაძე, ლადო ბურდული, გია გურგულია, პანჩო, თეა დარჩია, დავით ქაცარავა, ნათია გუბენკო, გიო მგელაძე და სხვები.
საღამო, 24 მარტს კლუბ "Corner House“-ში, 19:00 საათზე დაიწყება.