გერმანელი ჟურნალისტი დენიზ იუჯელი ციხეში დარჩება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. „ის ტერორისტთა აგენტია და მადლობა ღმერთს, პატიმრობაშია,“-აღნიშნა თურქეთის ლიდერმა. ორმაგი მოქალაქეობის მქონე ჟურნალისტი ანკარაში ტერორიზმის პროპაგანდის ბრალდებით დააპატიმრეს, რასაც ბერლინის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვვა.