მსოფლიოში ყველაზე მძიმე წონიანმა ქალმა 140 კილოგრამი დაიკლო. ამის შესახებ ტელეკომპანია ენ-დი-თი-ვი იტყობინება. 36 წლის ემალ აჰმედი 500 კილოგრამს იწონიდა. დღეს კი მისი წონა 358 კილოგრამს შეადგენს. ეგვიპტელი ქალბატონი დაბადებიდან ელეფანტიაზით იყო დაავადებული. ბავშვობაში მან ინსულტი გადაიტანა, რის შემდეგაც საწოლს არის მიჯაჭვული.