სირიის არმიამ ისლამისტთა შტურმი მოიგერია. მასირებული იერიში ასადის ძალებზე „ჯებჰატ ან ნუსრას“ მებრძოლებმა დამასკოში მიიტანეს. შეტაკებისას ათობით ისლამისტი დაიღუპა. მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა სახელისუფლო ძალებმაც. მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაშიც არის.