მასშტაბური საპროტესტო აქცია საბერძნეთში. იმიგრანტთა მხარდასაჭერად ათენის ქუჩებში 2 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეებმა ბრიუსელს თურქეთთან მიღწეული შეთანხმების გაუქმებისა და ევროკავშირის საზღვრების გახსნისკენ მოუწოდეს. თურქეთთან ლტოლვილთა ნაკადის შეჩერების შესახებ ევროკავშირმა შეთანხმებას გასული წლის მარტში მიაღწია, თუმცა ევროპასთან გართულებული ურთიერთობის გამო ანკარა ხელშეკრულებიდან გასვლით იმუქრება.