ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომდინარე ბირთვული საფრთხის საპრევენციოდ არ არის გამორიცხული, ბირთვული იარაღი იაპონიამ და სამხრეთ კორეამაც მიიღოს. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა. რექს ტილერსონის თქმით, ვაშინგტონი პარტნიორი ქვეყნების ბირთვული იარაღით აღჭურვას ერთ-ერთ პოტენციურ ვარიანტად განიხილავს. ამერიკის პირველმა დიპლომატმა ფხენიანის მიმართ რიტორიკის გამკაცრებისკენ პეკინსაც მოუწოდა, სადაც ის ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მანამდე ტილერსონი სამხრეთ კორეას სტუმრობდა.