სირიელი ამბოხებულები ქალაქ ჰომსს ტოვებენ. ოპოზიციის მებრძოლებისთვის სპეციალური ავტობუსებია გამოყოფილი. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქალაქი 1500-ზე მეტმა მებრძოლმა დატოვა. უახლოეს ხანებში კი ჰომსიდან კიდევ 15 ათასამდე ადამიანის გაყვანა იგეგმება. ქალაქი ჰომსი სირიაში რევოლუციის დედაქალაქად ითვლებოდა, თუმცა გასულ წელს ასადის არმიამ ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილზე კონტროლი აღადგინა.