დონბასში ვითარება კვლავ დაძაბულია. ოფიციალური კიევის მტკიცებით, სეპარატისტთა მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან უკრაინულ პოზიციებს ცეცხლს მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად უხსნიდნენ. შედეგად, 4 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. სროლის ხმა ავდეევკის რაიონში ამ წუთებშიც ისმის.