დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს "კერკეტი კაკალი" უწოდა. ტელეკომპანია Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ჟურნალისტმა პრეზიდენტს რუსეთის ლიდერის დახასიათება სთხოვა.
"არ ვიცნობ მას, მაგრამ ცხადია რომ ის კერკეტი კაკალია" - განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, პატივს სცემს, თუმცა არ იცნობს რუსეთის პრეზიდენტს. ინაუგურაციის შემდგომ კი ტელეფონით ორჯერ ესაუბრა.