პერუში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით, ძლიერმა წყალდიდობამ და მეწყერმა 72 ადამიანი იმსხვერპლა, 20-მდე კი დაკარგულად ითვლება. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ლიმასა და ქვეყნის დიდ ქალაქებში უკვე დაწყებულია. 800-მდე ქალაქსა და დასახლებულ რაიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.