გერმანიაში ეთნიკური ქურთების აქცია გაიმართა. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პოლიტიკის წინააღმდეგ ფრანკფურტში 30 ათასამდე ქურთი გამოვიდა. მათ პროტესტი 16 აპრილს დაგეგმილ რეფერენდუმს გამოუცხადეს, რომელმაც ერდოღანს საპრეზიდენტო უფლებამოსილება უნდა გაუზარდოს.