გერმანიას შეერთებული შტატებისა და ნატოს ვალი აქვს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ანგელა მერკელთან გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ ტვიტერში დაწერა. „როგორი ფეიკებიც უნდა ავრცელონ იმის თაობაზე, რომ გერმანიის კანცლერს ცუდად შევხვდი, მტკნარი სიცრუე იქნება. ჩვენ მშვენიერი შეხვედრა გვქონდა, თუმცა ამის მიუხედავად, გერმანიას შეერთებული შტატებისა და ნატოსთვის სოლიდური თანხა აქვს გადასახდელი,“-წერს ამერიკის პრეზიდენტი. მერკელი და ტრამპი ერთმანეთს თეთრ სახლში 17 მარტს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ტრამპმა გერმანიის კანცლერს ხელი არ ჩამოართვა.