ლონდონში წმინდა პატრიკის დღე აღნიშნეს. ირლანდიის გვარდიის პირველი ბატალიონის მებრძოლთა ხსოვნას პატივი სამეფო ოჯახის წევრებმა მიაგეს. საზეიმო ცერემონიას პრინცი უილიამი და მისი მეუღლე, ქეით მიდლტონიც ესწრებოდნენ. მათ გვარდიელებს ტრადიციულად, ირლანდიის ეროვნულ სიმბოლოდ მიჩნეული სამყურას ფოთლები დაურიგეს და მათთან ერთად ირლანდიური ლუდიც დააგემოვნეს.