ძლიერი ხანძარი ჩრდილოეთ კაროლინაში. ცეცხლი გვიან ღამით რეილითის დასახლებაში მშენებარე კორპუსს გაუჩნდა და შენობის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება გამთენიისას შეძლეს. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. სხეულის მსუბუქი დაზიანება ერთმა მეხანძრემ მიიღო.