ამერიკის სახელმწიფო მდივანი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთს ეწვია. რექს ტილერსონი ქვეყნის პირველ პირებთან ერთად ჩრდილოეთ კორეის საკითხს განიხილავს. მანამდე ამერიკის პირველი დიპლომატი სამხრეთ კორეას სტუმრობდა. სეულში მან ღიად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ფხენიანის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს. პეკინში ვიზიტით ტილერსონი აზიურ ტურნეს დაასრულებს.