რა აქვთ საერთო დონალდ ტრამპსა და ანგელა მერკელს? ამ თემაზე თეთრი სახლის ლიდერმა გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იხუმრა. „მე და ქალბატონ კანცლერს ერთი რამ გვაქვს საერთო. ჩვენ ორივეს გვისმენდნენ,“-აღნიშნა ტრამპმა. მანამდე ამერიკის პრეზიდენტმა ობამას ადმინისტრაცია მისი სატელეფონო საუბრების მოსმენაში დაადანაშაულა. ცნობილია ისიც, რომ დაზვერვის ცენტრალური სამმართველო მერკელის სატელეფონო საუბრებსაც ისმენდა.