შეერთებულ შტატებს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არმია ეყოლება. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრფინგზე განაცხადა. „ძლიერი არმიის მშენებლობა ჩვენი უმთავრესი მიზანია. და ჩვენი შეიარაღებული ძალები იქნება ისე ძლიერი, როგორც არასდროს. იმედია, მისი გამოყენება არ მოგვიწევს,“-აღნიშნა ტრამპმა.