საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ემანუელ მაკრონის რეიტინგი მატულობს. სოციალური გამოკითხვა კომპანია Ipsos-მა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, მაკრონს მხარს ელექტორატის 26 პროცენტი უჭერს, მის მტავარ კონკურენტს, მარინ ლე პენს კი ხმას ამომრჩეველთა 27 პროცენტი აძლევს. მარტის დასაწყისში სხვაობა 2 პროცენტს შეადგენდა. საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში ორ ტურად, 23 აპრილს და 7 მაისს ჩატარდება.