ერაყის არმია ისლამისტთა პოზიციებს ავიწროვებს. სახელისუფლო ძალები დასავლეთ მოსულის ისტორიულ ცენტრში შევიდნენ. მათ ან-ნურის მეჩეთის გარშემო პოზიციები გაიმაგრეს. არმიის კონტროლს უკვე დაექვემდებარა ალ-ბაშის მეჩეთი და ბაბ ას-სარაის ბაზრის ტერიტორია. დასავლეთ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 19 თებერვალს დაიწყო.