დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს, მაიკლ ფლინს რუსეთისგან ათობით ათასი დოლარი აქვს მიღებული. ამის შესახებ გამოცემა „ვალ სტრიტ ჯორნალი“ წერს. გავრცელებული ინფორმაციით, 2015 წელს ტელეკომპანია „რაშა თუდეის“ 10 წლის იუბილეზე სიტყვით გამოსვლისთვის ფლინმა 33 ათასი დოლარი მიიღო. მას სოლიდურ თანხებს ურიცხავდა რუსული ავიაკომპანია „ვოლგა-დნეპრი“ და „კასპერის ლაბორატორიაც.“ ფლინმა პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც დადგინდა, რომ რუსეთის ელჩ კისლიაკთან წინასაარჩევნო პერიოდში ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.