შეერთებულ შტატებს ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში მოთმინება ამოეწურა. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა სეულში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მანამდე რექს ტილერსონი სამხრეთ კორეელ კოლეგას შეხვდა. იუნ ბუიონ სესთან საუბრისას ტილერსონმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ფხენიანის ბირთვული პრობლემის მოსაგვარებლად ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას არ გამორიცხავს.