საფრანგეთის პროკურატურა ფრანსუა ფიიონის კოსტიუმებით დაინტერესდა. საქმე ეხება საპრეზიდენტო კანდიდატის რამდენიმე ძვირადღირებულ კოსტიუმს, რომელიც მისთვის ანონიმმა მეგობარმა შეიძინა. კოსტიუმების საერთო ღირებულება 48 ათას ევროს აღემატება. როგორც ბრალდების მხარე ვარაუდობს, კოსტიუმები ფიონს შესაძლოა ქრთამის სახით მიეღო. პრეზიდენტობის კანდიდატი კი ირწმუნება, რომ საჩუქარი მისთვის მეგობარმა შეიძინა, თუმცა მის ვინაობას არ ასახელებს. ფრანსუა ფიიონი კორუფციულ სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც დადგინდა, რომ საკუთარი მეუღლე პარლამენტში თანაშემწედ ჰყავდა გაფორმებული და სოლიდურ ხელფასს უხდიდა.