იაპონიაში ბირთვული დარტყმის შემთხვევაში მოსახლეობის ევაკუაციის რეპეტიცია ჩატარდა. სწავლებებში მონაწილეობა ქალაქ ოგას ასობით მცხოვრებმა მიიღო. სასწავლო წვრთნა ქალაქის ერთ-ერთ სკოლასა და კულტურულ-სპორტულ კომპლექსში რამდენიმე საათს გაგრძელდა. ოფიციალური ტოკიოს განმარტებით, წვრთნები ფხენიანიდან მომდინარე საფრთხეებს უკავშირდება. 6 მარტს ჩრდილოეთ კორეამ 4 ახალი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა.