ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებს სირიაში ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ტელეკომპანია სიენენი იტყობინება. ინციდენტი გამთენიისას მოხდა, როდესაც ებრაული ავიაგამანადგურებლები სირიის ტერიტორიაზე რადიკალური დაჯგუფება ჰეზბოლას პოზიციებს ბომბავდნენ. სირიული მხარე ირწმუნება, რომ ერთი ებრაული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ებრაული მხარე კი ინციდენტს ადასტურებს, თუმცა თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს უარყოფს.