პერუში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ძლიერმა წყალდიდობამ და მეწყერმა ქვეყანაში 62 ადამიანი იმსხვერპლა, 11 კი დაკარგულად ითვლება. სამაშველო სამუშაოები სტიქიური უბედურების ზონაში ამ დრომდე გრძელდება. სტიქიით მიყენებული ზარალი მილიონობით დოლარს შეადგენს.