სომალელმა მეკობრეებმა გატაცებული გემის ეკუპაჟი გამოსასყიდის გარეშე გაათავისუფლეს. ამის შესახებ სომალის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება. მეკობრეთა 20-კაციანმა ჯგუფმა შრი ლანკის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი გასულ კვირას გაიტაცა. გემის ბორტზე ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა.