მთიან ყარაბაღში კვლავ სროლის ხმა ისმის. აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ბოლო 24 საათის განმავლობაში 117-ჯერ დაირღვა. სომხური მხარე აზერბაიჯანულ პოზიციებს ცეცხლს მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით მთელი ღამის განმავლობაში უხსნიდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.