უკვე მეოთხე დღეა, კიევში სბერბანკის მთავარი ოფისის ბლოკირება გრძელდება. შენობის შესასვლელები პარტია „ეროვნული კორპუსის“ აქტივისტებს აქვთ გადაკეტილი. ბანკის წინ მათ ბარიკადები აღმართეს და თანამშრომლებს ოფისში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. ისინი უკრაინაში რუსული ბანკების არსებობას აპროტესტებენ.