ჰავაის შტატის ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის მიერ გაცემული საემიგრაციო ბრძანება დაბლოკა. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ ის სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ბრძანების მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებდა. მოსამართლის ვერდიქტს თეთრი სახლის ლიდერი უკვე გამოეხმაურა. ტრამპის თქმით, დერიქ უოსტონმა მოსამართლის უფლებამოსილებას გადააჭარბა. პრეზიდენტის ახალი საემიგრაციო ბრძანება, რომელიც 7 მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეერთებულ შტატებში შესვლის აკრძალვასა და მიგრანტების მიღების შეჩერებას ითვალისწინებს, ხვალიდან უნდა ამოქმედდეს.