ბელარუსში საკნონსტოტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მოქალაქეთა მასობრივი პროტესტი მოჰყვა. დემონსტრაციები მინსკსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში გაიმართა. მოსახლეობის უკმაყოფილება ე.წ.მუქთახორების გადასახადის შესახებ მიღებულმა კანონმა გამოიწვია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ კანონიერად ცნო. ქალაქ მოგილევსა და გროდნოში აქციებს ექსცესების გარეშე არ ცაუვლია. პოლიციამ 8 აქტივისტი დააკავა. სკანდალური კანონი, რომელიც უმუშევრებს ჯარიმის გადახდას ავალდებულებს, ლუკაშენკომ 2015 წელს გამოსცა.